“ცესკო და საარჩევნო ადმინისტრაცია სუს-ის და “ოცნების“ უკანა ეზო ხდება“ - რა გამოხმაურება მოჰყვა ცესკოს დადგენილების შეცვლას
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და წინასწარ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.
თარხნიშვილის მტკიცებით, “ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლების სიურპრიზები ჰქონდეთ, არჩევნების დღეს, კომისიებისაგან.
ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლების სიურპიზები ჰქონდეს არჩევნების დღეს კომისიებისაგან. ამიტომ ცდილობს, წინასწარ იცოდეს, ვინ იქნება კომისიაში, რა ფუნქციას შეასრულებს ეს კომისიის წევრი, რათა “შესაბამისი რეაგირება“ მოახდინოს. ეს შეიძლება იყოს დაშინება, რომ ან უარი თქვან კომისიი წევრობაზე, ან შეასრულონ “ოცნების“ დავალებები“, - ამბობს “დაიცავი არჩევნები“ მოძრაობის ინციატორი, ლევან თარხნიშვილი,
საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის თავმჯდომარე, აკაკი ხუკივაძე კი აცხადებს, რომ “ოცნების“ ხელში, ცესკო და საარჩევნო ადმინისტრაცია სუსის და “ოცნების“ უკანა ეზო ხდება.“
მისივე თქმით, მათ ერთი კვირით ადრე ეცოდინებათ ვინ, სად, რა პოზიციაზე იქნება და მოხდება მათი დაბარება და დაშინება.
რაც მეტ არჩევნებს ვატარებთ “ქართული ოცნების“ ხელში, მით უფრო ხდება ცესკო და საარჩევნო ადმინისტრაცია სუს-ის და “ოცნების“ უკანა ეზო. ვინაიდან ყველა დავალების პირნათლად შესრულებას ცდილობენ, წინასწარ, ერთი კვირით ადრე ეცოდინებათ ვინ, სად, რა პოზიციაზე იქნება და ბუნებრივია, იქნება ამ ადამიანების დაბარება, მითითებების მიცემა, ეს კი იქნება უშაუალოდ ამ კომისიაში მყოფი ადამიანების დაშინების და ხელში ჭერის ბერკეტი“, - ამბობს აკაკი ხუსკივაძე.
ცესკომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე დადგენილება შეცვალა, რომლის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩევნების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი.