მე არ მგონია, რომ კობახიძე პრეზიდენტზე თავდასხმას ივანიშვილის თანხმობის გარეშე ბედავდეს - ბესელია

20.08.24 11:31
მე არ მგონია, რომ კობახიძე პრეზიდენტზე თავდასხმას ივანიშვილის თანხმობის გარეშე ბედავდეს - ბესელია

ნებისმიერი თავდასხმა პრეზიდენტზე "ოცნების" სისუსტეს და ზურაბიშვილის სიძლიერეს ააშკარავებს - ასე ეხმაურება ქვეყნის პრემიერის მიერ გუშინ საქართველოს პრეზიდენტზე გაკეთებულ განცხადებას გია ხუხაშვილი.

ბესელიას არ სჯერა, რომ კობახიძე პრეზიდენტზე თავდასხმას ივანიშვილის თანხმობის გარეშე ბედავდეს.

როდესაც პრეზიდენტი რჩება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ნდობის მატარებელი პოლიტიკური ლიდერი, ის არის ერთგვარი საფრთხე მმართველი პარტიისთვის, არამხოლოდ ოპონენტი, მას აღიქვამენ, როგორც რეალურ კონკურენტს. ყველა თავდასხმა და სხვადასხვა ტიპის სპეკულაცია, მათ შორის ძალიან უკულტურო და ძალიან არადიპლომატიური, არაეთიკური ენით საუბარი ქალი პრეზიდენტის მიმართ, ეს ააშკარავებს მათ სისუსტეს და პრეზიდენტის სიძლიერეს. ის იღებს დავალებას და ამ დავალებებს ასრულებს ისე, რომ ალბათ საერთოდ ლექსიკონში სიტყვა არა, ან არ შეიძლება არ აქვს. განსაკუთრებით, როცა პრეზიდენტს თავს ესხმის მე არ მჯერა, რომ ის ამას ბედავდეს, თუ არ ექნება თავად ივანიშვილის მხრიდან თანხმობა", - განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოუწოდებდა.