კობახიძე არის პოლიტიკური არარაობა - ხუხაშვილი

20.08.24 11:20
კობახიძე არის პოლიტიკური არარაობა - ხუხაშვილი

კობახიძე არის პოლიტიკური არარაობა - ასე ეხმაურება ქვეყნის პრემიერის მიერ გუშინ საქართველოს პრეზიდენტზე გაკეთებულ განცხადებას გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერზე წავა, რომ სალომე ზურაბიშვილზე "ზღაპრები მოყვეს". 

ნერვიულობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება და ყველაფერს იკადრებენ, ნებისმიერ ცილისწამებაზე წავლენ, იჭორავებენ რაღაც შეხვედრებზე რაღაც ზღაპრებს მოჰყვებიან. მის კაბინეტზე, რომ პრემიერი მინისტრი აწერია ეს არაფერს არ ნიშნავს, სინამდვილეში ის არის პოლიტიკური არარაობა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ირონიით უნდა შევხედოთ მას. ზურაბიშვილი ახლა არის ამ ფლანგზე, ოპონენტის ფლანგზე მავრი  ფიგურა. რეფერენდუმთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ ეს არჩვები არის რეფერენდუმი, სადა წყდება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება და მესამე სექტორის ბედი. ეს ყველაფერი ეფუძნება ამ ქართულ ქარტიას, რომლის მედროშეც სალომე ზურაბიშვილია, ასე რომ  ზუსტად საქართველოს პრეზიდენტია დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების და მტლიანად ხელისუფლების მავრი პრობლემა", - განაცხადა ხუხაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოუწოდებდა.