ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნის სიმბოლოსადმი პატივისცემა არ აქვს - გორდულაძე პრეზიდენტზე

20.08.24 13:34
ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნის სიმბოლოსადმი პატივისცემა არ აქვს - გორდულაძე პრეზიდენტზე

ირაკლი კობახიძის პრეზიდენტზე მიტანილი ახალი იერიში, დღეს "ოცნების" დეპუტატებმა გააგრძელეს. არჩილ გორდულაძე სალომე ზურაბიშვილს  ქვეყნის სიმბოლოსადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებს. 

მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე. მასზე მისი განცხადებები, სერიოზულად აღქმული რა თქმა უნდა ვერ იქნება. მარტივად, რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება გავლენა ჰქონდეს ქალბატონს, რომელიც წარდგება საზოგადოების წინაშე და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, რომელსაც ჩვენი ქვეყნის გერბი ჰქვია, სადაც გამოსახულია წმინდა გიორგი იატაკზე აქვს მოთავსებული. როდესაც ამ ადამიანს არ აქვს ჩვენი ქვეყნის სიმბოლოსადმი პატივისცემა, შესაბამისად მას ვერავინ გავლენა ვერ ექნება საზოგადოების წინაშე. პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც ჟურნალისტები იყვნენ მოწვეულები და გერბი დადო იატაკზე, რა უნდა გერბს იატაკზე გამაგებინეთ რა, მართლა ადამიანური კითხვა მაქვს, როგორ  შეიძლება ადამიანმა წმინდა გიორგის გამოსახულება და სახელმწიფო გერბი იატაკზე მოათავსოს და ამის შემდეგ გამოვიდეს და ჩვენი ქვეყნის სიყვარულზე ისაუბროს არ მესმის" - განაცხადა არჩლ გორდულაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოუწოდებდა.