პოლიტიკურ ცხოვრებაში 4 თვეა ჩავერთე და ჩემზე მეტი რეიტინგი ექნება - მაჭავარიანი პრეზიდენტზე
"ოცნების" წევრი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, წინა პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზე მეტი რეიტინგი აქვს.
მეტიც, მაჭავარიანი იმასაც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მასზე მეტად რეიტინგულია.
,,გიდასტურებთ, რომ გიორგი მარგველაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს. პირადად ჩემზე მეტი რეიტინგი რა თქმა უნდა ექნება ხომ. პოლიტიკურ ცხოვრებაში 4 თვეა ჩავერთე და ქალბატონი სალომე პრეზიდენტია, პირადად ჩემზე მაღალი რეიტინგი ექნება. გვევლინება, რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, შესაბამისად არის რაღაცა პროცესები, რაშიც იგი ჩართულია არის ისეთი პროცესები, რაშიც ჩართული არ უნდა იყოს კანონი ზღუდავს და მაინც ჩართულია შესაბამისად, რაღაცა კომენტარების გაკეთება გვიწევს", - ამბობს მაჭავარიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოუწოდებდა.