,,კობახიძე პათოლოგიური მატყუარაა, რას ლაპარაკობს, არავის აინტერესებს" - სამადაშვილი
ირაკლი კობახიძის მორიგი იერიში პრეზიდენტზე - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერი რას ამბობს, არავის აინტერესებს და მის მიმართ დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა კობახიძე ქართველმხა ხალხმა სცენიდან სტვენით გააგდო.
სამადაშვილი ქვეყნის პრემიერს "პათოლოგიური მატყუარად" და რუსეთის წარმომადგენლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მას გზავნილებს კრემლში უწერენ.
,კობახიძე რას ლაპარაკობს არვის არ აინტერესებს, არც ქვეყნის შიგნით არც ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვნახეთ ბოლოს საჯაროდ გამოსვლა, რომ სცადა კობახიძემ შეძახილებით გააგდო ხალხმა სცენიდან, ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება მის მიმართ. კობახიძე, არის პათოლოგიური მატყუარა, რუსეთის წარმომადგენლი, რომელსაც უწერენ გზავნილებს კრემლში, ოღონდ სათქმელი ქართველი ხალხისთვის არაფერი აღარ აქვთ და ამიტომ არიან დაკავებულები რაღაცა ფანტაზიის ნაყოფით,შექმნილი გზავნილებით, რაც უკავშირდება თავდასხმას საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორზე, რომლის ამოცანაც არის საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა", - აცხადებს სამადაშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოუწოდებდა.