მისი საქმეა თავდასხმა, ამაში უხდიან ქრთამს - მელია კობახიძეზე

20.08.24 15:48
მისი საქმეა თავდასხმა, ამაში უხდიან ქრთამს - მელია კობახიძეზე

მისი საქმეა თავდასხმა, ამაში უხდიან ხელფასსდა ქრთამს - ასე ეხმაურება კობახიძის მიერ პრეზიდენტზე მიტანილ ახალ იერიშს კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია.

მელია ამბობს, კობახიძე, თავისი განცხადებებით, აღვივებს და ზიზღს თესავს საზოგადოებაში.

,,მისი საქმეა, უნდა გაიღვიძოს და დაესხას თავს. თავს ესხმის პრეზიდენტსაც, ჩვენ, ოპოზიციასაც, საზოგადოებას.  ეს არის მისი საქმე ამაში უხდიან ხელფასს. ის აპირისპირებს საზოგადოებრივ ჯგუფებს ერთმანეთთან. ის ხლეჩს საზოგადოებას, აღვივებს ზიზღს, აღვივებს აგრესიას ეს არის მისი საქმე, ქრთამს ამაში აძლევენ. პოლიტიკურ ქრთამს ივანიშვილი და რატომ გიკვირთ, რომ ასე იქცევა კობახიძე. მე ვიცი, რომ 26 ოქტომბერს კობახიძე ვერ  გამოსწორდება.  26 ოქტომბერს კობახიძე- ივანიშვილი უნდა შეიცვალოს", - განაცხადა მელიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ ღიად მოუწოდებდა.