რა რეაქცია მოჰყვა "ოცნებაში" ხატია დეკანოიძის "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნებას
ძალიან ბევრს ამ გადასვლებს, გადმოსვლებს ვნახავთ, მაგრამ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ ამით, მათ წარსულს ვერ წაშლიან- ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ირაკლი კირცხალია ხატია დეკანოიძის "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნებას.
კირცხალიას თქმით, ოპოზიცია სწორედ ასეთი გაერთიანებით ცდილობს არჩევნებზე ბარიერის გადალახვას.
ყველაფრის შეზილვა, უპრინციპობა, უღირსობა და ა.შ. აღარ მინდა კიდევ წავიდე და არც მინდა სახელ და გვარები დავასახელო. მათი მხრიდან, გასაკვირი არ არის. ასე, რომ კიდევ ერთხელ ბევრს ვნახავთ ესეთ სერიალებს. ძალიან ბევრს ამ გადასვლებს, გადმოსვლებს, მაგრამ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ ამით. მეხსიერებაც კარგი აქვთ და ბრძენია ქართველი საზოგადოება. მათ წარსულს ვერ წაშლიან. მტკნარი მცდელობაა მათი პატრონების დავალებით, რო როგორმე აი დაშლად იციან, რომ ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ საბოლოოდ დაჩირქდა და ვითომ ამისი თეთრებით არიან დაკავებული, როგორმე ამ ანასხლეტებმა 5% ბარიერი გადალახონ", - ამბობს ირაკლი კირცხალია.
მმართველი გუდნის წევრი, ლევან მაჭავარიანი კი ამბობს, რომ ოპოზიციას სხვადასხვა კოალიცებით საზოგადოების მოტყუება სურს.
,,ხატია დეკანოიძე, რომ უერთდება ყველამ ვიცით ხატია დეკანოიძე რამხელა თანამდებობებს იკავებდა. ჩვეულებრივად ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ რიგითი წევრია, სადაც არ უნდა გავიხედოთ აბსოლუტურად ყველგან რამდენი სახელიც არ უნდა დაირქვან, იმისთვის აკეთებენ მათი გარე დავალების მიმცემები ამას, რომ თითქოსდა ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ სხვადასხვა ცენტრები და სხვადასხვა პარტიებია. ადამიანს, რომელსაც ოდნავ ლოგიკური აზროვნება შეუძლია ყველა დაასკვნის იმას, რომ ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ხატია დეკანოძე, რომელმაც პარტია ნიკა მელიასთან ერთად დატოვა, დღეს უკან დაბრუნდა, თქვა რომ როდესაც ქვეყანას დიდი საფრთხე ემუქრება ქარუთლი ოცნების სახით, პოლიტკური წყენები ყველამ გვერდით უნდა გადადოს.