ხატია დეკანოიძის პასუხი მისი "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნებით უკმაყოფილოებს
,,ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ძალიან, ბევრ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობ მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკაში"- ასე პასუხობს მისი გუნდში დაბრუნებით უკმაყოფილო "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს.
დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკა ისეთია, რომ შეიძლება ყველამ თქვას ნეგატიური, თუმცა ახლა ქვეყნისთვის მთავარი პორბლემა ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლებიდან მოშორებაა.
,,საქართველოს პოლიტიკა ისეთია, ყველას გვაქვს, ყველაზე სათქმელი და შეიძლება ყველამ ვთქვათ რაიმე ნეგატიური. მე ვუყურებ ესე, რეალურად ეხლა არის ეგზისტენციალური მომენტი. ეს ეგზისტენციალური მომეტი დადგა ძალიან მალე, როცა მიიღეს რუსული კანონი. ჩემთვის არის ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა ნებისმიერი პლატფორმა. არ არის პრობლემა ის პრობლემები, რომელზეც ჩვენ შეიძლება რამდენიმე თვის ან წლის წინ ვწუხდით. რეალურად რა ხდება, ჩვენ გვაქვს ერთმანეთზე ძალიან ბევრი სათქმელი შეიძლება, რადიკალურად არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, შეძლება, არ მოგვაწოდეს ერთმანეთი. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ძალიან, ბევრ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობ მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ ის ვითარება რა ვითარებაც დღეს არის, შინაგანი გრძნობებისგან ალბათ ყველა პოლიტიკოსს გვიბიძგებს, რომ განთავისუფლდეს. ვინც ფიქრობს რეალურად იმაზე, რომ რაღაცა გაინაწილოს და რაღაცა საკუთრ კეთილდღეობაზე იფიქროს, ნამდვილად არ არის ესეთი ადამიანი და ესეთი პოლიტიკოსი პირნათელი. ეხლა რა მეწყინა, რა არ მწეყინა, ვინ სად წავიდა, ვინ როგორ წავიდა მთავარი პრობლემა ამ ქვეყნისთვის მიმაჩნია, რომ არის ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძის "ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნებას, პარტიის ლიდერების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. დეპუტატი ანი წითლიძე ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი დეკანოიძემ პარლამენტში ხელახლა მოსახვედრად გადადგა და ყოფილ თანაგუნდელს პარტიიდან წასვლის დროს გაკეთებულ განცხადებებს ახსენებს - როდესაც მის გუნდს აკრიტიკებდა.
ხატია დეკანოძე, რომელმაც პარტია ნიკა მელიასთან ერთად დატოვა, დღეს უკან დაბრუნდა, თქვა რომ როდესაც ქვეყანას დიდი საფრთხე ემუქრება ქარუთლი ოცნების სახით, პოლიტკური წყენები ყველამ გვერდით უნდა გადადოს.