"არ ასვენებთ გამჩენი და უნდა მოიკვეთონ პოლიტიკური ველიდან" - ოდიშარია ოპოზიციის გასამართლებით იმუქრება
ბექა ოდიშარია "ქართული ოცნების" რიტორიკას აგრძელებს - ივანიშვილის გუნდის წევრი ოპოზიციის გასამართლებითა და პოლიტიკური ველიდან ხელისუფლების ოპონენტების გაქრობით იმუქრება.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი "ერთიანულ ნაციონალურ მოძრაობასა" და მის "სატელიტ პარტიებს" საქართველოს ღალატში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მათი პასუხისგებაში მიცემის გარეშე, "ქვეყანა არ დაწყნარდება".
პრორუსლ პოლიტიკას ეწევა ოპო რომელიც უნდა გაანდგურდეს. დემოკრატიულ პრინციპებს შეესაბამება თუკი ისეთი პარტიები პოლიტიკური ველიდან გაქრებიან, როგორიც არის ენმ. მიაჩნიათ, რომ არ არის არადემოკრატიული და შორს დგას დიქტატურისგან. ამბობენ,რომ მთავარია ქვეყანაში არ არსებობდებს მოღალატე პარტია.
ახლა დროა, ვინაიდან არ ასვენებთ გამჩენი, არ ეშვებიან საქართველოს ღალატს, მათ სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი და მოიკვეთონ პოლიტიკური ველიდან. სხვა შემთხვევაში საქართველო არ დაწყნარდება. მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს, ისინიც საქართველოს მოქალაქეები ბრძანდებიან, თუმცა შეიძლება, ამ შემთხვევაში პარალელი მთლად რელევანტური არ იყოს, მაგრამ ფაშისტური გერმანიის იმდროინდელ მმართველ ძალასაც დღემდე ჰყავს აპოლოგეტები.
ვითომდა წუხილები, რომლებიც აქვს ოპოზიციურ მედიებს და პარტიებს, რომ თურმე "ოცნების" განცხადებებს მყისიერად ეხმაურება რუსული მედია. ამ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვართ პრორუსული პარტია და თუ ეს განცხადებები ჩვენ გვაზიანებს, ნუთუ ვერ მოვახერხეთ ერთი ზარის განხორციელება ჩვენ, "პრორუსულმა პარტიამ" იმისათვის, რომ გვეთხოვა "ჩვენი პარტნიორი რუსეთისთვის და იქ მოღვაწე პოლიტიკოსებისათვის", რომ ასეთი ტიპის განცხადებები მეორეჯერ არ გააკეთონ. ეს ორჯერ ორი ოთხია", - ამბობს ოდიშარია.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ "ოცნება" სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება".
ამასთან, მოსკოვში საქართველოს მმართველი პარტიის იდეა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, განსაკუთრებით მოსწონთ და კრემლის პროპაგანდისტულ მედიას ივანიშვილის გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებებიდან ციტატები მოჰყავს.