"დარწმუნებული ვარ, მათ ეს "ასაფეთქებელი" ჩაუდეს" - დავითაია დეფაქტო აფხაზეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე

21.08.24 12:02
"დარწმუნებული ვარ, მათ ეს "ასაფეთქებელი" ჩაუდეს" - დავითაია დეფაქტო აფხაზეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე

რა ბედი ელით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმმა დააკავა? - "ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია დარწმუნებულია, რომ ძმებ ჭითანავებს ე.წ.-მა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის სამხედრო არსენალი და შეიარაღება ჩაუდო, რაც დე ფაქტო უწყებამ კადრებით გაავრცელა.

დავითაია ამბობს, რომ არჩევნების წინ ყოველთვის ხდება სიტუაციის დაძაბვა და საზღვრის ჩაკეტვა და ეს არის  წინაპირობა იმისათვის, რომ მომავალში საზღვარი ჩაიკეტოს.

ქართული მოსახლეობა, რომელიც იქ არის, ყოველთვის არის საფრთხის ქვეშ. ნებისმიერ სიტუაციაში, შეიძლება დაკავებული იყოს და მათ წინააღმდეგ გამოყენებული იყოს ძალადობრივი მომენტები. ეს ცხადყოფს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები ირღვევა. ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან არანაირი პროტოკოლი არ არსებობს, თუ როგორ უნდა იმოქმედო სწრაფ რეჟიმში მოქალაქეების დასახსნელად. ჩვენ ვხედავთ, რომ ცოტა მძიმე ბრალდებებია წაყენებული, თითქოს არის ასაფეთქებელი რაღაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩაუდეს მათ, ამაში ეჭვი არ მეპარება. აქედან გამომდინარე, საერთოდ, ნებისმიერი არჩევნების წინ, ყოველთვის ხდება დაძაბვა სიტუაციის და საზღვრის ჩაკეტვა. ეს არის ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ საზღვარი ჩაკეტო მომავალში", - აცხადებს პაატა დავითაია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. დე ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ.

მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.