დე-ფაქტო აფხაზურმა მხარემ საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იუწყება.
დე ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ.
დემონსტრაციული სპეცოპერაციის დროს, კადრებში აჩვენებენ, როგორ ამოიღეს ამერიკული დოლარების მთელი შეკვრა საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებლიდან, რეალურად კი ეს ერთ დოლარიანები იყო. რეჟიმი ამტკიცებს, რომ 57 და 60 წლის ჭითანავები სახლში ასაეთქბელ ტროტილს, ხელყუმბარას, ტყვიებს ინახავდნენ, თუმცა არსებობს ეჭვი რომ ეს ყველაფერი ჩადებულია .
"დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა, ргд 5, ტროტილი 1600 გ პლასტიდი - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტულმა რეჟიმმა ძმები ჭითანავები 17 აგვისტოს აიყვანა და მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუვრცელებია.