ბათუმელი მედროშე ციხეს მომდევნო კვირაში დატოვებს - კიდევ ვის უფორმდება საპროცესო?

30.10.26 16:04
ბათუმელი მედროშე ციხეს მომდევნო კვირაში დატოვებს - კიდევ ვის უფორმდება საპროცესო?

ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ბათუმელი მედროშე ციხეს მომდევნო კვირაში დატოვებს - რამდენიმე წუთის წინ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას პროკურატურასთან ორშაბათს გააფორმებს. 

ორშაბათს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმებას ასევე კიდევ ერთ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეს - ანტონ ვარდანიძეს. 

ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი - ეს არის შეთანხმეის პირობები, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. 

ზურაბ ჭავჭანიძეს და ანტონ ვარდანიძეს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები