ჩივილი და დაჭერა ნათია მეზვრიშვილის ძველი ხელობაა და შეიძლება, კიდევ უფრო ეშხში შევიდეს - ოდიშარია
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ბექა ოდიშარია "ქართული ოცნების" რიტორიკას აგრძელებს და იმუქრება, რომ ქართველი ხალხი ოპოზიციას საკადრის პასუხს მოსთხოვს.
ივანიშვილის გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილის მოთხოვნას, აღიძრას შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე, ეხმაურება და ირწმუნება, რომ "ჩივილი და დაჭერა ნათია მეზვრიშვილის ძველი ხელობაა და შეიძლება, კიდევ უფრო ეშხში შევიდეს".
იმისათვის, რომ ნათია მეზვრიშვილს კიდევ უფრო გაუფართოონ მოქმედების არეალი და ჩივილი და დაჭერა მისი ძველი ხელობაა და შეიძლება, კიდევ უფრო ეშხში შევიდეს. მე დავეთანხმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნათქვამს და ვიტყვი, რომ ნამდვილად არ აპატიებს ქართველი კაცი, გლეხი იმ შეურაცხყოფას, რაც ამჯერად ახლებში მოკალათებულმა ძველმა მჟავე სახეებმა შეურაცხყოფის სახით მიაყენეს ქართველ მეღვინეს. არასდროს აპატიებენ ამ მავნე ძალებს იმას, რომ ისინი ედინებოდნენ ტურისტებს, ქვებს და კვერცხებს ესროდნენ. მათ ყველგან მოეთხოვებათ პასუხი ქართველი ხალხისგან. ეს არის ჩვენი მოლოდინი", - ამბობს ოდიშარია.
ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურას ოფიციალური განცხადებით დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 236 პრიმა მუხლით გამოძიების დაწყებას სთხოვს.
მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პაპუაშვილის განცხადება წინასაარჩევნოდ ძალადობის წახალისება და მუქარის დაანონსებაა, ამიტომ საჭიროა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივლისში პაპუაშვილმა განაცხადა: რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდეს ოპოზიცია, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ?