“ოცნება“ თავის დანაშაულებს არ გამოიძიებს და თავის თავს არ დასჯის, ეს რეჟიმი ზოგადად დგას ძალადობაზე - ფავლენიშვილი
„რა თქმა უნდა, „ოცნება“ თავის დანაშაულებს არ გამოიძიებს და თავის თავს არ დასჯის, ეს რეჟიმი ზოგადად დგას ძალადობაზე, სიძულვილზე და პაპუაშვილის მსგავს ადამიანებზე. ამიტომაც ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს ძალადობრივი, სიძულვილით აღსავსე რეჟიმი“- ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მეზვრიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მათი დასჯა ამ რეჟიმის პირობებში სრულიად წარმოუდგენელია.
რა თქმა უნდა, „ოცნება“ თავის დანაშაულებს არ გამოიძიებს და თავის თავს არ დასჯის, ეს რეჟიმი ზოგადად დგას ძალადობაზე, დგას სიძულვილზე, პაპუაშვილის მსგავს ადამიანებზე, რომლებიც არიან ძალადობის წამახალისებლები, მათ შორის არიან სიძულვილის წამახალისებლები და მათი დასჯა ამ რეჟიმის პირობებში არის სრულიად წარმოუდგენელი.
თუმცა მთავარია, რომ 26 ოქტომბერს შევცვალოთ ეს რეჟიმი, რომლის თითოეული წარმომადგენელი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე ემსახურება ერთ მიზანს - ზიზღის, სიძულვილის და ძალადობის გაღვივება საზოგადოებაში, ამიტომაც ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს ძალადობრივი, სიძულვილით აღსავსე რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურას ოფიციალური განცხადებით დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 236 პრიმა მუხლით გამოძიების დაწყებას სთხოვს.