“პაპუაშვილს მინდა ვუთხრა, არავის ეშინია მათი დაანონსებული ძალადობის“ - ანა ნაცვლიშვილი
“პაპუაშვილს მინდა ვუთხრა, არავის ეშინია მათი დაანონსებული ძალადობის“ - ასე მიმართავს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა 26 ოქტომბერს “რუსეთის მსახური “ქართული ოცნება“ შეიცვალოს.“
პაპუაშვილს მინდა ვუთხრა, არავის ეშინია მათი დაანონსებული ძალადობის, რამდენი მუქარაც არ უნდა გამოგვიგზავნონ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს შეიცვალოს რუსეთის მსახური “ქართული ოცნება“ და საქართველოს ჰყავდეს ახალი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება და მათ საჭიროებებს უპასუხებს - 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნით, 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფით და ყველა იმ საკითხზე რეალური მუშაობით, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და “ოცნებამ“, 12 წლის განმავლობაში, მის მოსაგავრებლად არაფერი გააკეთა“,- ამბობს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურას ოფიციალური განცხადებით დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 236 პრიმა მუხლით გამოძიების დაწყებას სთხოვს.
მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პაპუაშვილის განცხადება წინასაარჩევნოდ ძალადობის წახალისება და მუქარის დაანონსებაა, ამიტომ საჭიროა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივლისში პაპუაშვილმა განაცხადა: რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდეს ოპოზიცია, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ?