„რუსული კანონის შეჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროცესზე გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე" - კორძაია

21.08.24 17:21
„რუსული კანონის შეჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროცესზე გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე" - კორძაია

„რუსული კანონის შეჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან ამ პროცესზე გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე“  - ამის შესახებ "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული დაიცვას 78-ე მუხლი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

„29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც ეხება ე.წ. რუსულ კანონს. ჩვენ აუცილებლად დავესწრებით პროცესს და ვეცდებით საკონსტიტუციო სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ ამ კანონის შეჩერება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან ამ პროცესზე გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე. ცალსახაა ერთი რამე, რომ ევროპელები გვეუბნებიან ევროკავშირში ამ კანონით ვერ შევალთ ვერავითარ შემთხვევაში, შესაბამისად, თუ ეს კანონი დარჩება ძალაში, დაირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, გაითელება ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სასამართლო ისევეა ვალდებული დაიცვას 78-ე მუხლი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო ამ ქვეყანაში. ველოდებით განხილვას და ველოდებით ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ წარმართვას.“ - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ.

რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.  მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია. 

"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.