რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს - კობახიძე
ირაკლი კობახიძე წინასწარ აანონსებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.
ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივი თვალსაზრისით უარყოფითად ვერ შეფასდება.
„ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. ასეთი შეცდომები არ უნდა ეპარებოდეს პოლიტიკოსს, თუმცა ერთი, რომ მას შეცდომები ხშირად მოსდის და მეორე - ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, რომ ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოდ ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის აღიარა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად. ეს არის ყველაზე საინტერესო ამ საქმეში. დანარჩენი, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, რა თქმა უნდა, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ სარჩელს, გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა უბრალოდ ვერ შეფასდება უარყოფითად სამართლებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავითარი პერსპექტივა სამართლებრივი კუთხით ამ სარჩელს ვერ ექნება. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
"შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია"