კალაძე თავისი ვნებების დასაკმაყოფილებლად მოპარულ ფულს ხარჯავს - ბუაძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე თბილისის მერს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კალაძის მიერ ნახევარ მილიონ ევროდ შეფასებულ ავტომობილში პოზირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ, მერი "დეველოპერების კარტერლთან თანმშრომლობის ხარჯზე მდიდრდება".
საბა ბუაძეს თბილისის მერის ქონებასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩნია და ამბობს, რომ სხვისი გაღატაკების ხარჯზე საკუთარ კეთილდეობას იწყობს - "კალაძე იღებს კუთვნილ წილს და თავისი ვნებების დასაკმაყოფილებლად მოპარულ ფულს ხარჯავს".
კახი კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი. შესაბამისად, არ არის გასაკვირი ის უამრავი კითხვის ნიშანი, რომელიც მის ქონებასთან დაკავშირებით არსებობს. კალაძე თბილისელების, ჩვენი ქალაქის განადგურებისა და დეველოპერების კარტერლთან თანმშრომლობის ხარჯზე მდიდრდება და რა საკვირველია, ჩნდება კითხვის ნიშნები მის ქონებასთან და მისი ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით. კალაძე იღებს თავის კუთვნილ წილს და თავისი ვნებების დასაკმაყოფილებლად მოპარულ ფულს ხარჯავს", - ამბობს ბუაძე.
კახი კალაძე ნახევარ მილიონ ევროდ შეფასებულ ავტომობილში - სოციალურ ქსელში კალაძის უახლესი ფოტო ვირუსულად გავრცელდა.
"გელენვაგენის" შავი იშვიათი კაბრიოლეტი კალაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. ახლა ჩნდება კითხვა, როდის შეიძინა, ან რამდენი გადაიხადა მერმა მდიდრულ ავტომობილში.