რუსული კანონის განხილვა - მოსამართლეთა პლენუმს სახალხო დამცველიც მიმართავს

22.08.24 17:17
რუსული კანონის განხილვა - მოსამართლეთა პლენუმს სახალხო დამცველიც მიმართავს

მოსამართლეთა პლენუმს, სასამართლოს მეგობრის სტატუსით, სახალხო დამცველიც მიმართავს. ლევან იოსელიანს მზად აქვს საკუთარი არგუმენტები, რომლითაც შეეცდება ისინი დაარწმუნოს, რომ რუსულ კანონს ქვეყნისთვის მხოლოდ დამაზიანებელი ეფექტი მოაქვს და კონსტიტუციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.

ჩვენ წარვადგენთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, რომელიც დაერთვება იმ სარჩელებს, რაც დაეხმარება სასამართლოს იმაში, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. 

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეხმიანება აბსოლუტურად ყველა სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი, ეს არ არის რომელიმეს სასარგებლოდ, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შექმნილი დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და უუოლებს მას სამართლებრივი არგუმენტაციის მოძიებას და დასაბუთებას“, - განაცხადა იოსელიანმა.

რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.  მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია. 

"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.

მსგავსი სიახლეები