“არ შეიყვანონ საკუთარი თავები “სამშობლოს მოღალატეთა“ სიაში “- ნაცვლიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე

22.08.24 17:18
“არ შეიყვანონ საკუთარი თავები “სამშობლოს მოღალატეთა“ სიაში “- ნაცვლიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ შესაძლებლობა, უარი თქვან იმ პროცესში მონაწილეობაზე, “რომელშიც “ოცნებამ“ მთელი ქვეყნის ჩათრევა გადაწყვიტა.“

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მათ დაეხმარებათ, არ შეიყვანონ საკუთარი სახელები და გვარები “სამშობლოს მოღალატეთა“ სიაში.

ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვაძლევთ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესში, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ჩაითრიოს მთელი ქვეყანა და არ შეიყვანონ საკუთარი ხელით საკუთარი სახელები და გვარები სიაში,  რომელშიც უმრავლესობის დეპუტატებმა და ივანიშვილმა, საკუთარი თავი ჩაიწერა დ ამ სიას “სამშობლოს მოღალატეთა“ სია ჰქვია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.  მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია. 

"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.

 

მსგავსი სიახლეები