“დაელოდნენ შედეგს და მიღებული გადაწყვეტილება აღიარონ“ - “ოცნება“ რუსული კანონის განხილვაზე
“ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ, არც ერთი საპირისპირო მოსაზრება, განხილვას არ ექვემდებარება.
მმართველ გუნდის თქმით, რადგან მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაელოდნენ შედეგს, თუმცა ასევე ხაზს უსვამენ იმის საჭიროებას, რომ მიღებული გადაწყვეტილება, აღიარონ და პატივი სცენ მას.
ზურაბიშვილმა, თავისი ახალი პარტნიორებით, რომლებსაც ჰქვიათ კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ აღიარა სასამართლოს ლეგიტიმაცია, ბოდიშიც მოიხადა და ამ საქციელით იმ ყველა მოსამართლის მიმართ, რომელთაც სამარცხვინოდ , საკონსტიტუციო სასამართლოზე მაქვს საუბარი, რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.