"ოცნებამ" ივანიშვილის ბინძურ ინფრასტრუქტურაში დაბინავებული ადამიანებით დაიწყოს პასუხის მოთხოვნა და საკუთარი თავის აკრძალვით დაამთავროს - ბუაძე

23.08.24 13:35
"ოცნებამ" ივანიშვილის ბინძურ ინფრასტრუქტურაში დაბინავებული ადამიანებით დაიწყოს პასუხის მოთხოვნა და საკუთარი თავის აკრძალვით დაამთავროს - ბუაძე

"ოცნებამ" ივანიშვილის უბინძურეს ინფრასტრუქტურაში დაბინავებული ადამიანებით დაიწყოს პასუხის მოთხოვნა და საკუთარი თავის აკრძალვით დაამთავროს - ასე პასუხობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე პრემიერის განცხადებას, რომლითაც ენმ-ს, "ლელოსა" და გახარიას პარტიას პროკურატურაში ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვით ემუქრება.

საბა ბუაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" "პანიკური განცხადებები" იმის დასტურია, რომ "ძლიერი საქართველო" საზოგადოებისთვის რეალური ალტერნატივაა. 

ივანიშვილი და კობახიძე ძალიან კარგად ხედავენ, რომ ჩვენ ვიზრდებით, ვძლიერდებით და რაც მთავარია, ვართ ძლიერი ალტერნატივა და რეალური ალტერნატივა, შესაბამისად ამას უკავშირდება ეს პანიკური განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ. თუ ვინმესთვის უნდათ პასუხის მოთხოვნა, წინა ხელისუფლების ბინძური დავალებების შემსრულებლები, ფაქტობრივად, სრულად გადაიბარა ივანიშვილმა, იქნებიან ეს მინისტრის მოადგილეები, მურუსიძე თუ ჩინჩალაძე, დღეს ყველა დაბინავებული არის ივანიშვილის უბინძურეს ინფრასტრუქტურაში და მათით დაიწყონ პასუხის მოთხოვნა და საკუთარი თავის აკრძალვით დაამთავრონ", - ამბობს საბა ბუაძე. 

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

გეგმის მიხედვით, "ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

მსგავსი სიახლეები