დააკმაყოფილებს თუ არა სააპელაციო "ძლიერი საქართველოს" სარჩელს - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
ამ წუთებში ყურადღების ცენტრში თბილისის სააპელაციო სასამართლოა - მოსამართლე ცესკოს წინააღმდეგ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" მიერ მომზადებულ სარჩელთან დაკავშირებით სათათბიროდ გავიდა.
სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, დარჩება თუ არა ძალაში ცესკოს ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება არა არჩევნების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე მოხდება.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე "პირველებთან" ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი არ გააჩნია, თუმცა კომისიის წევრების დაცვას, რომლებზეც შესაძლოა ზეწოლა განხორციელდეს, ყველანაირი გზით შეეცდება.
მოლოდინი განსაკუთრებით არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც იყო პირველი ინსტაციის სასამართლოში. ბუნებრივია, სასამართლო არის ერთი მთლიანი სისტემა, რომელიც ემორჩილება ხელისუფლების ვერტიკალს. სამართლებრივად ეს არის მარტივი, პრიმიტიული საქმე. ბუნებრივია, ცესკოს მოტივი იყო პოლიტიკური ამ დადგენილების მიღებისა, ისევე როგორც სასმართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, თუმცა სამართლებვრივი თვალსაზრისით აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს", - ამბობს სიორიძე.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.