"ოცნება" პუტინს აჩვენებს, რომ საქართველო რუსეთის გზას ადგას - გოცირიძე

23.08.24 15:15
"ოცნება" პუტინს აჩვენებს, რომ საქართველო რუსეთის გზას ადგას - გოცირიძე

"უზნეო ადამიანები არიან, რომელთა საფირმო ნიშანი ტყუილია" - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პრემიერის მიერ ოპოზიციისთვის მანდატების ჩამორთმევის მუქარას.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ "ოცნების" განცხადებების მიზანია, "არადემოკრატიული იდეებით" დასავლეთს თავს დაესხას და პუტინს აჩვენოს, რომ საქართველო რუსეთის გზას ადგას.

ნამუსი არ აქვთ, უზნეო ადამიანები არიან და ამათი საფირმო ნიშანი არის ტყუილი, ორპირობა, დემაგოგია. არანაირი ერთპარტიული პარლამენტი არ არის მოლდოვაში და მოლდოვაში არათუ უამრავი სხვადასხვა პარტია, კომუნისტური პარტიაც კი არის წარმოდგენილი. ამის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ თავს დაესხას წარმოუდგენლად დებილური და არადემოკრატიული იდეებით დასავლეთს და ამავე დროს, რუსეთს აჩვენოს, რომ პუტინის გზას მივყვართ. რუსული კანონები, რუსული იდეოლოგია + რუსული მიზნები. როგორც რუსეთმა გაანადგურა თავისი ოპონენტები და დღეს ყველა გაქცეულია. პუტინს ეუბნებიან, რომ თვქენს გზას ვადგავართ და დასავლეთს ეუბნებიან, რომ აი აგერ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ", - ამბობს რომან გოცირიძე.

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

გეგმის მიხედვით, "ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

მსგავსი სიახლეები