"ოცნებას" ხელისუფლების ოპონენტების გასამართლებისთვის 12 წელი ჰქონდა - ბუჩუკური

23.08.24 15:24
"ოცნებას" ხელისუფლების ოპონენტების გასამართლებისთვის 12 წელი ჰქონდა - ბუჩუკური

საქართველოს ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის აღძრასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების ოპონენტების გასამართლებისთვის 12 წელი ჰქონდა.

ანა ბუჩუკური კობახიძეს მოუწოდებს, რომ "ივანიშვილის გუნდთან პორტირებული ნაცების გასამართლება დაიწყოს, რომლებიც როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ასევე დღესაც კორუფციონერი ფეოდალები არიან".

"ოცნებას" რომ "ნაცმოძრაობის" როგორც პარტიის გასამართლება და გაუქმება სდომოდა, აქამდე 12 წელი ჰქონდა. კობახიძეს ვურჩევდი, რომ დაიწყოს მათთან პორტირებული ნაცების გასამართლებით, კორუფციონერი ფეოდალების გასამართლებით, რომლებიც ნაცემის რეჟიმის დროს ნაცების მსახურები და დამფინანსებლები იყვნენ და ახლა ზუსტად იგივე ხალხი "ოცნების" კორუფციონერი ფეოდალები არიან და ამათ ემსახურებიან", - ამბობს ბუჩუკური. 

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

გეგმის მიხედვით, "ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

მსგავსი სიახლეები