"ოცნების" განცხადებები დაშინების მორიგი კამპანიაა - აქუბარდია

23.08.24 15:26
"ოცნების" განცხადებები დაშინების მორიგი კამპანიაა - აქუბარდია

"ოცნება" მთელს ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ უკრავს თავს - ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომლითაც ენმ-ს, "ლელოსა" და გახარიას პარტიას პროკურატურაში ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვითა და მანდატების გაუქმებით ემუქრება.

თეონა აქუბარდია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გუნდის განცხადებები დაშინების მორიგი კამპანიაა.

ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ამ ქვეყანაში მშვიდობა, ევროპული ტიპის დემოკრატია და ისინი ავტორიტარიზმისკენ უკრავენ თავს მთელ ქვეყანას, რაც ზუსტად ვიცი, რომ არ გამოუვათ და ეს არის დაშინების მორიგი კამპანია, რაც არ იმუშავებს", - ამბობს აქუბარდია. 

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

გეგმის მიხედვით, "ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

მსგავსი სიახლეები