დანაშაულებრივი სუბიექტის ჩამოშორება საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესში შედის - მიქანაძე
როგორ აპირებს "ქართული ოცნება" პოლიტიკური ველიდან ოპოზიციის გაქრობას? - ივანიშვილის გუნდში განმარტავენ, რომ ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრება, პარლამენტში მანდატს დაკარგავენ.
ამასთან, მმართველი ძალის წარმომადგენელი, გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციური სპექტრის გასამართლება ქართველი ხალხის დემოკრატიული ნება და სახელმწიფოს ინტერესია.
დიდი ალბათობით, ის ადამიანები, რომელთაც ეს კონკრეტული საკითხი შეეხებათ, მანდატს დაკარგავენ პარლამენტში. პარლამენტი იქნება, რომელიც იქნება არჩეული ხალხის მიერ, ამიტომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავარი არის, თუ ხალხს რა ნება აქვს. მოლდოვაში დღეს მოქმედი პარლამენტი, ფაქტობრივად, ერთპარტიული არის, მაგრამ მსგავსი შეკითხვა არავის არ დაუსვამს. მაშინ რატომ უნდა გაჩნდეს საქართველოში ანალოგიური შეკითხვებით. შესაბამისად, დანაშაულებრივი სუბიექტის ჩამოშორება, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერსსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესში იქნება", - ამბობს გივი მიქანაძე.
"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.
გეგმის მიხედვით, "ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.