"ეს იქნება დემოკრატიის ნაწილი" - წილოსანი "ნაცმოძრაობის" გასამართლებაზე
"ქართული ოცნების" წევრი, ნინო წილოსანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებითვის მანდატების გაუქმებაში პრობლემას ვერ ხედავს.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ამტკიცებს, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ერთპარტიული პარლამენტი არსებობს, თუმცა ამას ნეგატიური შეფასებები არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ მოყოლია.
ის ასევე საუბრობს ნაცმოძრაობის გასამართლებაზე და პროცესს დემოკრატიის ნაწილს უწოდებს.
ზუსტადაც რომ ამ დაპირების შესასრულებლად მოვა "ქართული ოცნება" და ზუსტადაც რომ ეს იქნება დემოკრატიის ნაწილი. რაც შეეხება პარლამენტში ერთი პარტია იქნება თუ ორი, თავად გაეცანით იმ პრაქტიკას, რომელიც უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებობს, რომელიც არანაირად არ ყოფილა უარყოფითად შეფასებული არც ქვეყნის შიგნით და არც გარე აქტორებისგან. შესაბამისი სამართლებრივი პროცესები დაიგეგმება და ამის შემდეგ გვეცოდინება, ინდივიდუალურ რეჟიმში ვუყრით მათ უკვე საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილების, სასამართლოს დადასტურების შემთხვევაში მათი მანდატების გაუქმებას კენჭს, თუ რა ფორმით მოხდება იმ მიზნის შესრულება, რომელსაც დღეს ჩვენ ვაცხადებთ", - ამბობს წილოსანი.
"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.
გეგმის მიხედვით, "ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.