ვემზადებით ხელისუფლების რეალური ცვლილებისთვის - დავით გამყრელიძე
ვემზადებით ხელისუფლების რეალური ცვლილებისთვის - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, ამ 12 წლის განმავლობაში "ოცნებამ" ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა ჩვენი სახელმწიფო, რასაც გადაჭრა სჭირდება.
ჩვენ ვემზადებით ხელისუფლების რეალური ცვლილებისთვის და კარგად გვესმის, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გამოწვევა დაგროვდა და ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი სახელმწიფო. შესაბამისად, ის პროგრამა ის სამოქმედო გეგმა, რომელიც აქვს "ძლიერ საქართველოს" - "ილიას გზა", ამ სახელწოდებით, არის გახსნილი დოკუმენტი და მე ვიქნები ორგანიზატორი შეხვედრებისა თითოეული თემატური მიმართულებით", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
"ძლიერი საქართველო" და "ჯეოქეისი", რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, დიმიტრი ყიფიანია, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
როგორც კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე განაცხადა," ძლიერ გუნდს სჭირდება ძლიერი გეგმა, ძლიერ გეგმას კი კომპეტენტური ხალხი".
მსგავსი სიახლეები
როგორ ჩამოშალა წვიმამ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის 84 სართულიანი მშენებლობა - ახალი სკანდალი თავდაცვის ექს-მინისტრის გარშემო
კადრებში, რომელიც მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაიღეს, ჩანს, როგორ წყდება მიწის დიდი მასა და მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსსაძირკველი ეცლება.