"სასოწარკვეთილი ბოდვა და ამოძახილი" - ხაზარაძის პასუხი კობახიძეს

23.08.24 17:51
"სასოწარკვეთილი ბოდვა და ამოძახილი" - ხაზარაძის პასუხი კობახიძეს

"სასოწარკვეთილი ბოდვა და ამოძახილი" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერის განცხადებას, რომლითაც ენმ-ს, "ლელოსა" და გახარიას პარტიას პროკურატურაში ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვით ემუქრება.

მამუკა ხაზარაძე კობახიძის განცხადებას "რევანშის აღებად" აფასებს და ფიქრობს, რომ 12 წელი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თუ რაიმე ჰქონდა გამოსაძიებელი "ოცნებას", გამოეძიებინა.

ეს არის სასოწარკვეთილი ბოდვა, ამოძახილი. ხელისუფლება შედგება პოლიტიკურად და  ფინანსურად კორუმპირებული ჯგუფი ადამიანებისგან. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთი მთავრობა ჰყავს ჩვენს ქვეყანას. 12 წლის მერე ისინი რევანშის აღებას აპირებენ. 12 წელი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ თუ რაიმე ჰქონდათ გამოსაძიებელი, გამოეძიათ. სამართალი ნელა, მაგრამ მაინც დადის ქვეყანაზე და ყველა ნახავს ვინ არის გასასამართლებელი და ვინ მოხვდება ბრალდებულის სკამზე", - ამბობს ხაზარაძე.

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ პროკურატურაში, ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

გეგმის მიხედვით, "ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

მსგავსი სიახლეები