რუსი ოლიგარქის მშიშარა ბიჭს უბრძანებია, ოპოზიციას გავასამართლებ არჩევნების შემდეგო - ანა ნაცვლიშვილი
რუსი ოლიგარქის მშიშარა ბიჭს უბრძანებია, ოპოზიციას გავასამართლებ არჩევნების შემდეგო - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი პრემიერი კობახიძის გუშინდელ განცხადებას.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში, ნაცვლიშვილი იმ პრობლემებზე წერს, რომელიც მისი თქმით, ქართველ საზოგადოებას "ოცნების" პირობებში შეექმნა.
ჩვენ ამ სასჯელს არ შევეგუებით - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი და წერს, რომ 26 ოქტომბერი იქნება ქვეყნის "ოცნებისგან" გათავისუფლების დღე.
რუსი ოლიგარქის მშიშარა ბიჭს უბრძანებია, ოპოზიციას გავასამართლებ არჩევნების შემდეგო.
მე კი გეტყვით, რომ ვინც თქვენ უკვე გაასამართლეთ და მიუსაჯეთ კიდეც, ეს საქართველოს მოქალაქეებია!
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა - 677, 495
საარსებო შემწეობის მიმღები, 16 წლამდე პირების რაოდენობა - 243 573
შობადობის მაჩვენებელი - ისედაც დაბალია ეს ციფრი და ყოველ წელს კიდევ უფრო მცირდება. მაგალითად, 2023 წელს 5%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში, ვიდრე 2022 წელს. სიკვდილიანობა წლებია, უსწრებს შობადობას!
2023 წელს ემიგრაციაში საქართველოს მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა - 163 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა.
უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს ინახავენ. წლიდან წლამდე იზრდება აქ გამოგზავნილი თანხა და, შესაბამისად, მათი წვლილი ეკონომიკაში. შარშან ემიგრანტებმა 4.1 მილიარდ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, აქედან თითქმის 1.3 მილიარდი დოლარი - ევროკავშირის ქვეყნებიდან. იმ ევროკავშირიდან, თქვენ რომ მტრად შერაცხეთ და ხალხი- აგენტურად.
წლის განმვალობაში საშუალოდ ერთ მოსახლეზე მიღებული უცხოური ფულადი
გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა.თქვენ გახლიჩეთ ათასობით ოჯახი, საიდანაც ზრდასრულებს მოუწიათ მცირეწლოვნების და ხანდაზმულების დატოვება, რომ შიმშილისთვის არ გაეწირათ!
თქვენ მიუსაჯეთ მოქალაქეებს უვადოდ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, და ფარცხალაძის პროკურატურა!
კორუმპირებული, გაზულუქებული ხელისუფლება და გაღატაკებული - მოქალაქეები, და ბავშვები, ვინც სიღარიბისგან და ძალადობისგან იღუპებიან!თქვენ მიუსაჯეთ საქართველოს მოქალაქეებს ერთიანი და ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სახე-ხატის - გელათის დაშლის და ჩამორეცხვის ყურება და უიმედობა!
თქვენ მიუსაჯეთ საქართველოს რუსეთის მსახური ხელისუფლება, და არა საქართველოს ხალხის!
ჩვენ ამ სასჯელს არ შევეგუებით.
აი ამ სასჯელისგან საქართველოს გათავისუფლების დღე იქნება 26 ოქტომბერი! ასე რომ, კარგად დაითვალოს კობახიძემ დარჩენილი დღეები.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ ოპოზიციის აკრძალვა და მათთვის მანდატების წართმევა დაანონსა.