კოალიცია "ცვლილებებისთვის" ახალი ოფისი ახალციხეშიც გაიხსნა

25.08.24 15:42
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ახალი ოფისი ახალციხეშიც გაიხსნა

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ახალი ოფისი ახალციხეშიც გაიხსნა - დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება, ოპოზიციური გაერთიანების წევრებისგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მოახლოებული გადამწყვეტი არჩევნების შესახებ.

ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მოსახლეობაში არსებობს უიმედობა, თუმცა ნელ-ნელა ეს უიმედობაც ქრება და ჩნდება იმედი, რომ ოპოზიცია კოალიციურად შეძლებს ამ ქვეყნის გაძლიერებასა და ევროკავშირში შეყვანას.

მინდა გითხრათ, რომ ყოველდღე ვცდილობ ვიყო სხვადასხვა რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში. მინიმუმ ორჯერ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი ვისაც სურს ცვლილებები, ამ ორჯერ მეტ ხალხს შორის ბევრი და არც თუ ისე ცოტა ვისაც კი უნდა ცვლილებება, მაგრამ უიმედოა, თუმცა ნელ-ნელა მათში ეს უიმედობა ქარება და იმედი გაჩნდება. ახალციხელებმაც თითოეულმა მოქალაქემ ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ, რომ გვჯერა და გვწამს ცვლილებების. ახლა ისე, როგორც არასდროს მჯერა ცვლილების, ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში, თითოეული ახალციხელს გაუჩნდეს იმედი უკეთესი და ბედნიერი მომავლის. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, განწყობა და მტკიცედ დგომა არის ჩვენი გასაღები, პრინციპულობა, უკომპრომისობა და რაც მთავარია ჩვენ გვინდა რეალური ცვლილება. თბილისი მაგალითად არის ისეთი ოპოზიციური როგორც არასდროს, ასეა რეგიონებშიც. ჩვენ ერთად უნდა ავდგეთ მივიდეთ არჩევნებზე და რეალური ცვლილებება დავიწყოთ”. - განაცხადა მელიამ.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" რეგიონული ოფისების გახსნას განაგრძობს - დღეიდან გვარამია, მელია, "გირჩი", "დროას" ერთობას ახალი პოლიტიკური შტაბი ადიგენშიც ექნება

მსგავსი სიახლეები