ღარიბაშვილის საეჭვო ქონება - სწავლობს თუ არა ანტიკორუფციული ყოფილი პრემიერის დეკლარაციას?
ირაკლი ღარიბაშვილის საეჭვო ქონება - "პირველებმა" ანტიკორუფციული ბიუროს შეფს ჰკითხა, სწვალობენ თუ არა ყოფილი პრემიერის მამის მიერ შვილისთვის ჩარიცხული კოლოსალური თანხის წარმომავლობას და დადგინდა თუ არა საიდან ჰქონდა ამდენი თანხა ტარიელ ღარიბაშვილს?
თანამდებობაზე ღარიბაშვილის მიერ დანიშნული კუპრაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის დეკლარიაციიის შესახებ ინფორმაცია წლის ბოლომდე გასაჯაროვდება.
მონიტორინგი ხორციელდება იცით მიმდინარე წელს. ბატონი ღარიბაშვილი არის შერჩეული. შესაბამისად, როცა განხორციელდება ეს მონიტორინგი და დასრულდება პროცესი, გასაჯაროვდება მონიტორინგის შედეგები. წლის ბოლომე ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს ვადა აღნიშნული განახორციელოს. მონიტორინგის ფარგლებში, ერთი არის, როცა საჩუქარს იღებს თანამდებობის პირი, რა თქმა უნდა ისიც მოწმდება, წარმომავლობა მოწმდება. ასევე თუ ეს ოჯახის წევრისგან ხდება, მისი შემოსავლებით მოწმდება. შესაბამისად, მონიტორინგი შეეხება ყველა ამ საკითხს", - განაცხადა კუპრაშვილმა.
2023 წლის ოქტომბრის დეკლარაციით ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს.
- 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.
პრემიერის წინ და უკან ფრენა 100 ათასი დაჯდა, ფული მამამ გადარიცხა. 100 ათასის შესაგროვებლად კი პრემიერის პენსიონერ მშობელს 27 წელი დასჭირდებოდა.
ტარიელ ღარიბაშვილის სხვა შემოსავლები საჯარო წყაროებში არ ჩანს. აქვს მხოლოდ ერთ კომპანია, რომელიც ვალებში იძირება და კოტრდება.