კახა კალაძის სიტყვებით აჭრელებული რუსული მედია - რას წერენ პროპაგანდისტული გამოცემები

27.08.24 13:07
კახა კალაძის სიტყვებით აჭრელებული რუსული მედია - რას წერენ პროპაგანდისტული გამოცემები

კახა კალაძის სიტყვებით აჭრელებული რუსული მედია - ტასი, ორეანდა, გაზეტა რუ, ლენტა რუ იმ არასრულ მედიასაშუალების ჩამონათვალს შორისაა, რომლებიც "ქართული ოცნების" ლიდერის რიტორიკამ აღაფრთოვანა.

რუსული პროპაგანდისტული მედია ახლა უკვე თბილისის მერის სიტყვებს იმოწმებს იმ ვერსიის განსავითარებლად, რომ შტატებს საქართველოში რევოლუციის მოწყობა ქართული ოპოზიციის დახმარებით სურს.

ოფიციალური მოსკოვი კმაყოფილი დარჩა მას შემდეგ, რაც კახა კალაძის კომენტარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადება არ იყო საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რევოლუციას ქადაგებდნენ და საზოგადოებისთვის ნათელი იყო, თუ რეალურად რას ხმარდებოდა სტრატეგიული პარტნიორების მიერ სხვადასხვა ტრენინგებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

ცნობისთვის, 26 აგვისტოს რუსეთის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. 

მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება. 

მსგავსი სიახლეები