"ოცნების" ქმედებას ევროკავშირის პასუხი აუცილებლად მოჰყვება" - რასა იუკნევიჩიანე

28.08.24 18:03
"ოცნების" ქმედებას ევროკავშირის პასუხი აუცილებლად მოჰყვება" - რასა იუკნევიჩიანე

ჩვენ ევროპარლამენტარები გავაგრძელებთ ივანიშვილის მთავრობისთვის სანქციების დაწესების ლობირებას, რათა პასუხისმგებლობა აიღონ მათ ყველა ქმედებაზე - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუნკევიჩიანემ "პირველებთან" ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირი ახლა 26 ოქტომბრის არჩევნებს ელოდება. ევროპარლამენტი ამბობს, რომ სწორედ არჩევნების შემდეგ ექნება EU-ს უფრო ძლიერი პოზიცია "ოცნების" ქმედებებთან და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციის აკრძალვას და დაანონსებულ რეპრესიებს ეხება.

ამ ქმედებას ევროკავშირის პასუხი აუცილებლად მოჰყვება - ამბობს რასა იუკნევიჩიანე "პირველებთან" და აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე აუცილებლად იდება ის, რომ საქართველოს აღარ ექნება არანაირი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში მოლაპარაკებების გახსნაზე.

მახსოვს ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც ევროპარლამენტის წევრად ამირჩიეს. მაშინ მას ოპოზიციის მნიშვნელობაზე ვესაბრებოდით, ისიც კი მახსოვს როგორ ვარწმუნებდით, რომ ოპოზიციის არსებობა დემოკრატიის და პოლტიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბრიტანეთში ოპოზიციის ოფიციალური სახელია მისი აღმატებულება ოპოზიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას ეპყრობიან ისე, როგორც მთავრობას. არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის, პუტინის და ლუკაშენკოს მსგავსი ხალხი ვერ ხვდება, რამდენად მნიშნელოვანია დემოკრატია . ამიტომ ამ ქმედებას ევროკავშირის პასუხი აუცილებალდ მოჰყვება. მოქმედების ერთადერთი გზა არის ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, როცა საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გაწევრიანების ერთ დონეზე არ აიყვანა, არადა ახლა საქართველოს შეეძლო უკვე გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე ყოფილიყო ევროკავშირთან.  სწორედ ეს იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე, რომ საქართველოს აღარ ექნება არანაირი პერსპექტივა, რომ ევროპულ ოჯახთან შეერთებაზე მოლაპარაკებები გახსნას. ეს ჩემი აზრით ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტი იქნება. ჩვენ ევროპარლამენტარები გავაგრძელებთ ივანიშვილის მთავრობისთვის სანქციების დაწესების ლობირებას, რათა პასუხისმგებლობა აიღონ მათ ყველა ქმედებაზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ ევროკავშირს უფრო ძლიერი პოზიცია ექნება", - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ "პირველებთან".

ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს.

ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ ოპოზიციური სპექტრის გაქრობა პირდაპირ და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. 

 

მსგავსი სიახლეები