"შეშფოთებული ვართ" - EU "ოცნების" განცხადებაზე ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით

28.08.24 12:45
"შეშფოთებული ვართ" - EU "ოცნების" განცხადებაზე ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით

ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს.

ევროკავშირის განცხადებას რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ოპოზიციური სპექტრის გაქრობა პირდაპირ და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. 

ამასთან, იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესს.

ევროკავშირის განცხადება საქართველოს - "ჩვენ შეშფოთებული ვართ პრემიერ-მინისტრის და ქართული ოცნების სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით. ვიხსენებთ დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რომლის მთავარი ნაწილი პოლიტიკური პლურალიზმია.

ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნებით ვითარდება. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სტაბილური და კონსოლიდირებული დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესებია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენი და წარმოადგენს გაფართოების ანგარიშის წლიური შეფასების ძირითად ნაწილს [შემოდგომაზე].  ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესს", - წერს იოზვიაკი.

 რისთვის სჭირდება მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა "ოცნებას:

მსგავსი სიახლეები