დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენა მოსკოვთან - რას ამბობენ “ოცნებაში“
თუ “ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს - თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყება - ამ ინფორმაციას რუსული მედია ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიტა მენკოვიჩი პროპაგანდისტულ მედიას უმხელს, რომ ივანიშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ჟენევის ფორმატიის შემცვლელი მოდელი მოიძებნება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არ იციან, რა განცხადებები კეთდება რუსეთის მხრიდან, მაგრამ იციან, რა ინტერესი აქვთ თვითონ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი კახიანის მტკიცებით, მათი ინტერესი ქვეყნის დეოკუპაციაა და ვიდრე ეს საკითხი არ მოგვარდება, მანამდე არანაირ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარიც არ იქნება.
არ ვიცი, რა განცხადებები კეთდება იმ მხარის მხრიდან, მე ერთი ვიცი, რა ინტერესი გვაქვს ჩვენ. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ინტერესი ქვეყნის დეოკუპაციაა და ერთადერთი,რაზედაც შეგვიძლია ოკუპანტ მხარეს ველაპარაკოთ, ეს არის დეოკუპაციის საკითხები. ბუნებრივია, მანამდე არანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარიც არ არის. დეოკუპაციის მიმართულებით ჩვენ ვმუშბთ კიდეც და მომავალშიც გავაგრძელებთ საქმიანობას“,- განაცხადა კახიანმა.
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას განიხილავს - სკანდალური განცხადება ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, რია ნოვოსტისთან გააკეთა.
ნიკიტა მენკოვიჩი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების დაწყება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი.