დიდი გამოცდაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - ბესელია

29.08.24 11:18
დიდი გამოცდაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის - ბესელია

"დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის" - ასე აფასებს ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვის პროცესს.

ქვეყნის მთავარ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონი ერთადერთი ინიციატივაა, რომელსაც ხალხის აუარებელი პროტესტი მოყვა.

ქვეყნის დემოკრატიულ-ევროპულ და სამართლიან განსაზღვრავს ეს გადაწყვეტილება, ეს საქმე. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა ის მოქალაქე, რომელიც იდგა ქუჩაში და ამდენი პროტესტი არ მოყოლია არცერთ კანონს, რადგან ჩვენს მოქალაქეებს აქვთ მგრძნობელობა, რომ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროპულ მომავალს. ახლა არის შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენონ. ეს არის ძალიან დიდი გამოცდა სასამართლოსთვის", - ამბობს ბესელია. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა დაიწყო - პროცესი მოსამართლე მერაბ ტურავამ გახსნა, რომელმაც კონსტიტუციური სარჩელების მოთხოვნა წაიკითხა.

დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს. 

  • საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის  სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე ამ დრომდე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ ჩანან.

მოსარჩლე პირები კი საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია. 

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.

მსგავსი სიახლეები