ალბათ, ანრი ოხანაშვილს არ მოსწონს იმ სივრცეში ყოფნა, სადაც თავად ვერ ჩართავს და გათიშავს პულტს - კორძაია
"ალბათ, ანრი ოხანაშვილს არ მოსწონს იმ სივრცეში ყოფნა, სადაც თავად ვერ ჩართავს და გათიშავს პულტს" - ამის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ "პირველებთან" გააკეთა.
პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერის თქმით, ქვეყნის მთავარ სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ განწყობილი მოსარჩლე პირები საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავენ.
როგორც პარლამენტის წარმომადგენლებმა ბრძანეს, თუ საჭიროდ ჩათვლიან, მოვლენ, ან თუ ჩათვლიან რომ პარლამენტის წარმომადგენლები სათანადოდ ვერ იცავენ მათ ინტერესებს, ალბათ, მოვლენ. ცოტა გაურკვეველია, ეს განმარტება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ალბათ ანრი ოახანაშვილს არ მოსწონს იმ სივრცეში ყოფნა, სადაც თავად ვერ ჩართავს და გათიშავს პულტს. თუმცა, ამ შემთხვევაში არსებითი არ არის, ვინ მოვიდა წარმომადგენლად, რადგან მოსარჩელე მხარეები საკმაოდ არგუმენტირებულები ვართ, საკმაოდ მტკიცე და მყარი არგუმენტები გვაქვს და ყევლაფერზე პასუხი გვაქვს, ჯერჯერობით ახსნა-განმარტების ეტაპზე ვართ, მაგრამ ხვალ იქნება კითხვა-პასუხის დროც, სადაც ნათლად გამოჩნდება ის, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართლები, იმიტომ რომ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს", - ამბობს თამარ კორძაია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის დამცველები, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე ისტორიულ პროცესზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.
მიზეზით კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ ტურავა დაინტერესდა, რომელსაც პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ დეპუტატი პროცესზე იმ შემთხვევაში მივლენ, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ.
ამ ეტაპისთვის რუსულ კანონს არა "ქართული ოცნების" დეპუტატები, არამედ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იცავენ.