ვიხილავთ თუ არა თამარ ჩუგოშვილს და გიორგი ქობულიას გახარიას პარტიაში? - რას ამბობს ყოფილი პრემიერი
“პირველების“ კითხვაზე - ვიხილავთ თუ არა მმართველი პარტიის ყოფილ წევრს, თამარ ჩუგოშვილს და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას გახარიას პარტიაში, პრემიერს პირდაპირი პასუხი არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მის გუნდს შესაძლოა, “ოცნების“ რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი შეუერთდეს.
გახარია ამბობს, რომ “რამდენიმე ჯერ კიდევ კეთისინდისიერ “ოცნების “დეპუტატზეც აქვს თვალი დადგმული“.
რამდენიმე ჯერ კიდევ კეთისინდისიერ “ოცნების “დეპუტატზეც გვაქვს თვალი დადგმული. ჩვენ არ ვიზღუდავთ თავს. მე ამ ორ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ამ 12 წლის განმავლობაში, საქართველოს ბევრი ძალიან საინტერესო და მაღალი დონის მინისტრი, მინისტრის მოადგილე და დეპუტატებიც ჰყავდა. ადამიანის უფლებების ნაწილში, რეფორმების ნაწილში, “ოცნების“ პერიოდში რამე თუ გაკეთებულა, თამარ ჩუგოშვილს უდიდესი დამსახურება და წამყვანი როლი აქვს ამაში“,- განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, წინასაარჩევნოდ გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის" დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია შეუერთდა.