"საქართველო ახლა ციცაბო ფერდობზეა, რასაც ახლა თქვენ გადიხართ ოცნება კი არა კოშმარია" - რიჰარდს კოლსი

29.08.24 17:20
"საქართველო ახლა ციცაბო ფერდობზეა, რასაც ახლა თქვენ გადიხართ ოცნება კი არა კოშმარია" - რიჰარდს კოლსი

"საქართველო ახლა ციცაბო ფერდობზეა, რასაც ახლა თქვენ გადიხართ ოცნება კი არა კოშმარია" - ამის შესახებ ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდს კოლსიმ "პირველებთან" განაცხადა. 

კოლმსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება "არასწორ გზაზე დადის" და აცხადებს, რომ თუ "ოცნება" ასე გააგრძელებს, მაშინ შესაძლოა ევროკავშირიმა მათ მიმართ სანქციები მართლაც აამოქმედოს.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, კოლმსი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას თითოეული სახელმწიფოს დადებითი პასუხი სჭირდება.

ჩვენ ჩვენს შეფასებას აუცილებლად გავაკეთებთ, ეს აისახება არა მხოლოდ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე, არამედ ცალკეული სახელმწიფოების გადაწყვეტილებაზეც, როცა საქმე მიდგება საქართველოსვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებაზე.

საქართველო ახლა ციცაბო ფერდობზეა, რასაც ახლა თქვენ გადიხართ ოცნება კი არა კოშმარია. ევროკავშირში სულ უფრო იზრდება მოწოდებები სანქციებისკენ, განსაკუთრებით მათ წინაააღმდეგ ვინც მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონის მიღებას. არც ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ რიტორიკაა, ეს ძალიან პირდაპირი გაფრთხილებაა, თუ არასწორ გზაზე სიარულს გააგრძელებთ, შეიძლება სამომავლოდ სწორედ ეს პასუხი მიიღოთ. მოლაპარაკებების გახსნა გაწევრიანებაზე - ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საბჭო არ იღებს, თითოეული სახელმწიფოს დადებითი პასუხია საჭიროა, ერთი ქვეყნის უარიც და პასუხი უაყოფითი იქნება და მინდა გითხრათ, რომ ბევრი ქვეყანაა შესფოთებული იმით რაც საქართველოში ხდება და რა გზას ადგას ის", - ამბობს რიჰარდს კოლსი.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეკრება მიმდინარეობს. უკვე დაანონსდა, რომ დიპლომატები დახრულ კარს მიღმა მათ შორის მსჯელობენ, რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგან "ოცნების" არა მხოლოდ რუსული კანონის გამო, არამედ, იმ მუქარის გამო რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდამ ოპოზიციის აკრძალვასთან დაკავშირებით დააანონსა. ახლა ყველა ელოდება, რა იქნება ევროკავშირის საპასუხო ქმედება.