ემუქრება თუ არა ივანიშვილს და "ოცნებას" EU-სგან სანქციები - რას ეუბნება იოზვიაკი "პირველებს"

28.08.24 17:43
ემუქრება თუ არა ივანიშვილს და "ოცნებას" EU-სგან სანქციები - რას ეუბნება იოზვიაკი "პირველებს"

ემუქრება თუ არა ივანიშვილს და "ოცნებას" EU-სგან სანქციები? - "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოოზვიაკი "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გეგმა, გააუქმოს ოპოზიცია, ევროკავშირისთვის შემაშფოთებელია.

ჟურნალისტი, რომელსაც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში სანდო წყაროები ჰყავს, "პირველებთან" ამბობს, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, შესაძლოა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმი დაუწესონ.

ვფიქრობ იქნება პერსონალური სანქციები, ერთი განსხვავებით, შეიძლება არ იყოს ევროკავშირის ერთიანი სანქციები, მაგრამ სანქციებს ვიხილავთ ევროკაშირის წევრი სახელმწიფოებისგან ინდივიდუალურად. შესაძლოა წევრმა ქვეყნებმა დაბლოკონ მოგზაურობის უფლება მათ ქვეყნებში, შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს ვიზის აღება მოსთხოვონ მათ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, ასევე მოიქცნენ მაღალჩინოსნების შემთხვევაშიც. მათ შეუძლიათ შეაჩერონ დახმარება, მათ გაფართოების და გაწევრიანების პროცესის შეჩერება შეუძლიათ, რაც ჩემი აზრით, ისედაც მოხდება. ინდივიდუალური სანქციები ვერ მოხდება, რადგან ერთიანობა ევროკავშირში არ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილს იქ ორბანის სახელით მოკავშირე ჰყავს. თუ ყველაფერი ისევ გართულდება, ზომები გაცილებით მკაცრი იქნება. ახლა ისინი არჩევნებს ელოდებიან, იქამდე ერიდებიან რადგან, შემდეგ იქნება ბრალდებები, რომ ევროკაშირი არჩევნებში ერევა. "ოცნება" პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, როგორც ამას სერბეთი და თურქეთი აკეთებენ, ფიქრობენ, რომ სრულად არც დასავლეთთან იქნება და არც აღმოსავლეთთან და ყველასთან თანაბრად ითამაშებენ, მაგრამ ასე არ გამოუვათ", - ამბობს იოზვიაკი.

ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს.

ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ ოპოზიციური სპექტრის გაქრობა პირდაპირ და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპებს. 

 

მსგავსი სიახლეები