"ორი სექტემბერი არ არის ის თარიღი, როდესაც ორგანიზაციების პოტენციურ დაჯარიმებას დავიწყებთ" - იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი

30.08.24 11:10
"ორი სექტემბერი არ არის ის თარიღი, როდესაც ორგანიზაციების პოტენციურ დაჯარიმებას დავიწყებთ" - იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 4 წარმომადგენელი გამოაგზავნა - ქვეყნის მთავარ სასამართლოში ისტორიული პროცესის მეორე დღე სწორედ მათი დაკითხვით განახლდება.

თამარ ტყეშელაშვილი სწორედ ის ერთ-ერთი ადამიანია, რომელმაც ივანიშვილის გუნდის მიერ მიღებული რუსული კანონი უნდა აღასრულოს. 

როგორც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სასამართლო სხდომის დაწყებამდე მედიასთან აცხადებს, რატი ბრეგაძის უწყება ორი სექტემბრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმებას არ დაიწყებს, რადგან თამარ ტყეშელაშვილის თქმით, დაჯარიმების პროცესს წინ მონიტორინგის პროცესი უძღვის. 

მე ვარ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კურატორი მოადგილე. შეიძლება გახდეს საჭირო, რომ შევავსოთ ერთმანეთის საკითხები. ჩემი კოლეგა ბექა ძამაშვილი გახლავთ სასამართლოებში კურატორი მოადგილე. აქედან გამომდინარე, შეიძლება, გარკვეული რეპლიკები წარმოიშვას სასამართლოს, მოსარჩელეს, მოპასუხის მხრიდან და დაგვჭირდეს ერთმანეთის ჩართულობა. ორი სექტმბერი არის ის თარიღი, როდესაც საჯარო რეესტს ერთვება მონიტორინგის მექანიზმი. ჯარიმებამდე არის მონიტორინგის ეტაპი, რის შემდეგაც მოდის პოტენციური ჯარიმები. ეს ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის შედეგად გამოირკვევა. მე რომ არ დავიხარჯო აქედანვე ამ თემაზე, თქვენ დეტალურად მოისმენთ, როგორ, რა პრინციპით მოხდება ამ მექანიზმის ამოქმედება", - ამბობს საჯარო მოხელე.

ისტორიული პროცესი გრძელდება - რუსული კანონის განხილვა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში წუთი-წუთზე განახლდება.

მოსამართლეთა პლენუმმა მოსარჩლეების და მოპასუხეების პოზიცია უკვე მოისმინა, ამიტომ დღეს სხდომა მოწმეების გამოკითხვით დაიწყება.