კანონი, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საუცხოო ვარცხნილობას შეადარეს - ბესელია
"კანონი, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საუცხოო ვარცხნილობას შეადარეს" - ამის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ მედიასთან გააკეთა.
ეკა ბესელიას თქმით, რუსული კანონი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა დაბალ დონეზე განიხილეს, რაც იმის დასტურია, რომ პარლამენტს არ აქვს განცდა, თუ რა გააკეთეს, რა დააზიანეს და რა გააფუჭეს.
გუშინ რაც გესმოდათ იყო ის, რომ ეს კანონი პარლამენტმა შეადარა საუცხოო სამკაულს, ვარცხნილობას და ამ დონეზე იხილავდა ამ კანონს. კანონმა, რომელმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და უდიდესი ზიანი მიაყენა, ასეთ დონეზე იყოს წარმომდგენილი, რომ არ გესმოდეს, სად ხარ მოსული. თვითონ ავტორები, რომელთაც შეაჩეჩეს ამ თანამშრომლებს, მე მართლა ვწუხვარ მათ გამო და ვერ შევალ ამ ახალგარზდებთან პოლემიკაში. აპარატის თანამშრომლები არიან და მათთან პოლემიკაში შესვლა ჩემთვის ძალიან უხერხულია. როცა პარლამენტს არ აქვს იმის განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მნიშვნელობის საქმეზე ესეთი არასერიზოული განცხადებების მქონე წარმომადგენლობას, ეს ნიშნავს, რომ არც აქვთ განცდა, რა გააკეთეს, რა დააზიანეს, რა გააფუჭეს და დაცვის უნარიც არ აქვთ. დასანქცირებულები ვინც არიან ამ კანონის გამო, ეტყობა სასამართლოშიც ვეღარ შემოდიან", - ამბობს ეკა ბესელია.
რუსულ კანონზე მოპასუხე მხარემ კანონში გამოყენებულ ტერმინთან, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ტერმინი "უცხო" უარყოფითი კონტექსტით არ არის გამოყენებული, ამის მაგალითად კი "უცხო სამკაული", "უცხო ვარცხნილობა" ან "უცხოური განათლება" დაასახელა.