„ოცნების“ არაგონივრული პოლიტიკით მივდივართ იქამდე, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს - დაუშვილი

30.08.24 11:38
„ოცნების“ არაგონივრული პოლიტიკით მივდივართ იქამდე, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს - დაუშვილი

„ოცნების“ არაგონივრული პოლიტიკით მივდივართ იქამდე, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, გამოსავალი 26 ოქტომბრის არჩევნებია, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნებს.  


რა თქმა უნდა, ეს შეფასება ძალიან მძიმეა და ეს ყველაფერი ჩვენ პირველად არ გვესმის. რეალობა არის ის, რომ „ოცნების“ არაგონივრული პოლიტიკის შედეგად მივდივართ იქამდე, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს. ამიტომ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 26 ოქტომბერს გავაკეთოთ არჩევანი, რომლითაც ქვეყანას დავუბრუნებთ ევროინტეგრაციის გზას, - ამბობს დაუშვილი. 
 

რუსული კანონის გამო "ოცნებას" მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა ევროკავშირიდან დაუანონსეს. ევროგაერთიანების ლიდერები უკვე აქტიურად მსჯელობენ, ივანიშვილის გუნდს მძიმე პასუხი გასცენ არა მხოლოდ რეპრესიული კანონის გამო, არამედ პარტიების აკრძალვასა და დიქტატურაზე, რომელსაც "ოცნება" ქართველ ხალხს უანონსებს.

შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადებიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც. არ არის გამორციხული, ევროპულმა სახელმწიფოებმა "ოცნების" ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ. ევროკავშირში მსჯელობენ ფინანსურ სანქციებზეც.

 ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კავშირი საქართველოს ტრაექტორიით შეშფოთებულია