იუსტიციის სამინისტროს ოთხივე წარმომადგენელი მოწვეულია იმისთვის, რომ წარმოადგინოს სამინისტროს პოზიცია და არა რაიმე ობიექტურობა - დავითური

30.08.24 11:42
იუსტიციის სამინისტროს ოთხივე წარმომადგენელი მოწვეულია იმისთვის, რომ წარმოადგინოს სამინისტროს პოზიცია და არა რაიმე ობიექტურობა - დავითური

"იუსტიციის სამინისტროს ოთხივე წარმომადგენელი მოწვეულია იმისთვის, რომ წარმოადგინოს სამინისტროს პოზიცია და არა რაიმე ობიექტურობა" - ამის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე სექტორის ინტერესების დამცველმა, გიორგი დავითურმა გააკეთა.

დავითურისთვის საეჭვოა, თუ რის გამო დასჭირდა რატი ბრეგაძის უწყებას მოსამართლეთა პლენუმის წინაშე არა ორი, არამედ ოთხი თანამშრომლის დაკითხვა. 

იუსტიციის სამინისტროს ოთხივე წარმომადგენელი მოწვეულია იმისთვის, რომ წარმოადგინოს სამინისტროს პოზიცია და არა რაიმე ობიექტურობა ამ პროცესზე. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მიერ 4 ადამიანის გამოგზავნა ამ მიმართულებით, რომ 4 ადამიანია საჭირო სამინისტროს პოზიციის წარმოსადგენად, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არ გამოიწვევს პროცესის ხელოვნურად გაწელვას და გაჭიანურებას მთლიანობაში. მიზანი დღეს გამოიკვეთება რა შეიძლება იყოს, მაგრამ მე რთულად წარმომიდგენია, რაში შეიძლება სჭირდებოდეს 4 ადამიანის პოზიცია, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირების პოზიცია სამინისტროს მიერ კანონის შესასრულებლად მიღებულ აქტს" - ამბობს გიორგი დავითური.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი განახლდა - მოსამართლეთა კოლეგიამ რუსული კანონის განხილვის მეორე დღე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელების გამოკითხვით დაიწყო.

როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, სასამართლოს იუსტიციის სამინისტროსთან აქვს კითხვები პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კანონიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს ეხება.

სასამარლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის  მოთხოვნით მოწვეულია ენათმეცნიერი, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ისაუბრებს.