დავინახეთ, რომ "ოცნების" სამართლებრივი არგუმენტი არის მხოლოდ ის, რომ უცხო თურმე ცუდი სიტყვა არ ყოფილა - ნაცვლიშვილი

30.08.24 11:56
დავინახეთ, რომ "ოცნების" სამართლებრივი არგუმენტი არის მხოლოდ ის, რომ უცხო თურმე ცუდი სიტყვა არ ყოფილა - ნაცვლიშვილი

"გუშინ დავინახეთ, რომ სამართლებრივი არგუმენტი, რაზეც "ოცნების" პოზიცია დგას, არის მხოლოდ ის, რომ უცხო თურმე ცუდი სიტყვა არ ყოფილა" - ამის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური სპექტრის ინტერესების დამცველმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს სხვა მოსატანი არგუმენტი არაფერი არ გააჩნიათ. 

გუშინ თვალნათლივ დავინახეთ პროცესი, რომ მთელი "სამართლებრივი არგუმენტი", რაზეც დგას "ოცნების" პოზიცია არის ის, რომ უცხო და უცხო ძალის წარმომადგენლობა თურმე არ ყოფილა ცუდი სიტყვა. ამ არგუმენტის იქით წარმოასდგენი არაფერი არ ჰქონდათ. ველი, რომ დღესაც ასეთი დაუსაბუთებლები და დემაგოგები იქნებიან. თუმცა ეს პროცესი აქ არ მთავრდება, ხვალაც იქნება სხდომა ვვარაუდობ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი აქ დამთავრდება. მთავარი პროცესი გაიმართება 26 ოქტომბერს არჩევნებზე", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

რუსულ კანონზე მოპასუხე მხარემ კანონში გამოყენებულ ტერმინთან, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", დაკავშირებით განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ტერმინი "უცხო" უარყოფითი კონტექსტით არ არის გამოყენებული, ამის მაგალითად კი "უცხო სამკაული", "უცხო ვარცხნილობა" ან "უცხოური განათლება" დაასახელა.