"თქვენმა რეპლიკამ ამხელა დებოში გამოიწვია სასამართლო პროცესზე" - საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირებაა
საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირებაა - ქვეყნის მთავარ სასამართლოში ისტორიულ სხდომაზე მერაბ ტურავამ ეკა ბესელია დებოშის მოწყობაში დაადანაშაულა.
სხოდომათა დრაბაზში ჩხუბი იუსტიციის მინისტრის მოადგილეების პოლიტიკურ განცხადებებს მოყვა, როდესაც მოწმის სახით სხდომაზე მისული მაღალჩინოსნები ტრიბუნასთან სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად, რუსული კანონის სიკეთეებზე ერთამნეთის მიყოლებით საუბრობდნენ.
"აზრის პოლიცია არ ვართ. ნუ ჩავერევით. ქალბატონო ეკა, ყველა ამბობს იმას, რისი თქმაც უნდა სასამართლოს წინაშე. გარეთ შეგიძლიათ გახვიდეთ და იქ ისაუბროთ. თქვენმა რეპლიკამ ამხელა დებოში გამოიწვია სასამართლო პროცესზე" - ამბობს ტურავა.
საჯარო მოხელეების განცხადებები პრეზიდენტის წარმომადგენელმა გააპროტესტა, თუმცა ბესელიასგან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელების დაცვა საკუთარ თავზე მერაბ ტურავამ აიღო.
თავდაპირველად, მოსამართლემ რატი ბრეგაძის მოადგილე პროფესიონალიზმისთვის შეაქო, შემდეგ კი მოსარჩელე მხარეს სხდომის გადადებით დაემუქრა.
ქალბატონო ეკა, პირადად ჩემთვის მცოდნე ადამიანი ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. თქვენ არ იცით ეტყობა საკონსტიტუციო სასამართლოში თავისუფალი აზრის გამოხატვის წესები. ქალბატონო ეკა, თქვენ თუ არ გინდათ, რომ მოისმინოთ, შეგიძლიათ აგერ დარბაზში დასხდეთ, ან გარეთ მოისმინოთ. გამოვაცხადოთ შესვენება და გადავდოთ პროცესი", - ამბობს ტურავა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი განახლდა - მოსამართლეთა კოლეგიამ რუსული კანონის განხილვის მეორე დღე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელების გამოკითხვით დაიწყო.