არის თუ არა დასახელებული 233 ორგანიზაციიდან ყველა ფუნქციონირებადი? - რას ამბობს რატი ბრეგაძის მოადგილე

30.08.24 15:14
არის თუ არა დასახელებული 233 ორგანიზაციიდან ყველა ფუნქციონირებადი? - რას ამბობს რატი ბრეგაძის მოადგილე

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიის პირისპირ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ისევ ამტკიცებდნენ, რომ რუსულს კანონს ბევრად მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე. 

რატი ბრეგაძის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა ისტორიულ პროცესზე მონაცემები წარადგინა, რომლის მიხედვითაც 233-მა ორგანიზაციამ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაცია უკვე გაიარა, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, არიან თუ არა მოცემული ორგანიზაციები აქტიური და ფუნქციონირებენ თუ არა დღემდე, ტყეშელაშვილის კონკრეტული პასუხი არ აქვს. 

არეგისტრირებენ 90-იანი წლების მერე. თქვენ ამბობთ, რომ X რიცხვი, რომელია აქედან აქტიური, სახელმწიფო, ფედერაცია. თქვენ ავტომატურად ამას რატომ უკავშირებთ. იურისტობა არ სჭირდება ამას, ელემენტარული გონივრული განჯსა სჭირდება იმას, რომ ვისზე ვრცელდება ეს კანონი, ერთმა პროცენტმა თუ მოგმართა, იქნებ მხოლოდ მასზე ვრცელდება", - ამბობს თამარ ტყეშელაშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი განახლდა - მოსამართლეთა კოლეგიამ რუსული კანონის განხილვის მეორე დღე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელების გამოკითხვით დაიწყო.